среда, 20 января 2021 г.

პროექტი

 

თავფურცელი:                                                                                                                                                                                                                                                       „         ახალი სკოლის მოდელი

სკოლის დასახელება - სსიპ ქალაქ თბილისის N11 საჯარო სკოლა

პროექტის სათაური- ,,საერთო ენა მომავლის ძალაა“

განხორციელების ვადები - 2020-2021 სასწავლო წელი

პროექტის კავშირიზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან:

იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:

დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

პროექტის კავშირი ზოგადი განათლების შესახებ კანონთან:

Ø  სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნას; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ლიბერალურ - დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

პროექტის ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი

პროექტის განმახორციელებელი გუნდი-პროექტის მართვის ჯგუფი,სკოლის კათედრებისწარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი

პროექტის საერთო ბიუჯეტი (თანხა) --4130.13 ლარი

I.პრობლემის დასაბუთება

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა, ისევე როგორც დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება ეფექტურად ხორციელდება ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, ჩვენი პროექტი მოსწავლთა საჭიროებებისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ასახავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად გზავნილს.

მიმდინარე პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების საკითხებთან მიმართებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, საჯარო სივრცეებში კრიტიკული ცოდნის გამოყენებას, მოსწავლეების ჩართულობის მხარდაჭერას, რათა მათ გამოუმუშავდეთ საკუთარი უფლებების დაცვისათვის საჭირო უნარები. ამასთან, პროექტი ემსახურება სასკოლო კულტურის განვითარებას,  მშობლებთა და თემის ჩართულობის გაძლიერებას.

 

საწყის ეტაპზე მასწავლებლების მიერ კლასის საათზე განხილული იქნა პროექტული მუშაობის პრიორიტეტული თემები.  ჩატარებული გამოკითხვებისა და შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია ადამიანის ყველა უფლების შესახებ.    შესაბამისად, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენი სკოლის, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისათვის.

 

ამასთან, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სწავლების ტრადიციული მოდელი  არ უწყობს ხელს მოსწავლის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ და კომპეტენტურ პიროვნებად, იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული მოდელი არ არის ორიენტირებული ისეთ განზომილებებზე, როგორიცაა უნარები, დამოკიდებულებები და ღირებულებები.

 

ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში  კათედრებმა დაგეგმეს კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობები მოსწავლეთაინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა, დისკრიმინაციისაგან თავისუფლება; თანასწორობის უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; მიუკერძოებელი გასამართლების უფლება; ქორწინების უფლება; განათლების უფლება; სოციალური დაცვის უფლება;

 

სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი  მეთოდების (ლექცია /სემინარი, დისკუსია/დებატები, ვიდეოფილმების ჩვენება/განხილვა და სხვა)

გამოყენება საშუალება მისცემს მოსწავლეებს, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებებით,მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სკოლის მმართველობაში და შეასრულონაღებული ვალდებულებები.

ვფიქრობთ, აღნიშნული სწავლების მიდგომაახალგაზრდა თაობას  მისცემს შესაძლებლობას შექმნან პოლიტიკური კულტურა, რომელზეცთანამედროვე პლურალისტული და ტოლერანტული საზოგადოების კეთილდღეობა იქნებადამოკიდებული, თავისი მყარი დემოკრატიული ინსტიტუციებით.

 

პროექტის ბოლოს, მოეწყობა თემატური გაზეთების, ვიზუალური მასალის, ბუკლეტების, ჩანახატების გამოფენა, „მოლაპარაკე კედელები“, პროექტის  მიმდინარეობა ასახულიიქნება ბლოგზე.

 

II.პროექტის მიზანი:

Ø  მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;

Ø  მოსწავლეების  აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებადჩამოყალიბება და მათი, როგორც საზოგადოების წევრის უფლება-მოვალეობების შესახებ ცოდნის გაფართოება;

Ø  მოსწავლეებში იმ  ღირებულებების დაუნარების განვითარება, რომლებსაცუნდაფლობდესთავისუფალიმოქალაქეთანამედროვე, მრავალფეროვანდადემოკრატიულსაზოგადოებაში;

Ø  სასკოლო თემის - მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში;

Ø  კათედრებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება;

ამოცანები:

Ø  მოსწავლეებშიმოქალაქეობრივიაზროვნებისგანვითარებისხელშემწყობიაქტივობებისდაგეგმვა/განხორციელება;

Ø  სწავლა-სწავლების პროცესში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;

Ø  მშობელთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება სკოლაში;

Ø  საგნობრივ კათედრებს/კათედრის წევრ მასწავლებელთა  შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა;

III. სამიზნე ჯგუფები: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობლები, თემი.

სკოლის საზოგადოებას  ექნება წვდომა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ  საკითხებზე, პროექტით სწავლება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს, მივიღებთ მოტივირებულ მოსწავლეს,  კანონმორჩილ საზოგადოებას,   რომელთაც გაუღრმავდებათ ცოდნა  ადამიანის უფლებების მიმართულებით,  მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამართლის პოპულარიზაცია. გაიზრდება როგორც კათედრებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, ასევემშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

IV. რისკების ანალიზი  ( საჭიროებისამებრ, ჩაამატეთ დამატებითი მწკრივები).

რისკები

ალბათობა*

რისკის შემცირებისსტრატეგია

შიდა

Ø  მასწავლებლის დროის დეფიციტი

საშუალო

Ø  მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო განრიგის  შედგენა;

Ø  მასწავლებლებისინდივიდუალური საჭიროების/მოთხოვნილებების გათვალისწინება.

Ø  არაფორმალური განათლების გამოცდილების არქონა

საშუალო

Ø  კათედრების ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება;

Ø  თანამშრომლობა პროექტის მართვის ჯგუფის წევრებსა და საგნობრივ კათედრებს შორის და მხარდაჭერა;

 

Ø  მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია

საშუალო

Ø  მოსწავლეთა პირად გამოცდილებაზე, მათ საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული აქტივობების შეთავაზება;

Ø  მოსწავლეებისთვისთვითრეალიზაციისადათვითგამოხატვისშესაძლებლობისმიცემა;

Ø  მოტივაციისამაღლებისმიზნითმოსწავლეთაწახალისება;

Ø  მშობელთა ჩართულობის დეფიციტი

საშუალო

Ø  მიზნობრივიდასაიფორმაციოშეხვედრები, მათინტერესებსადასაჭიროებებზემორგებულიაქტივობებისდაგეგმვა;

Ø  მრავალფეროვანიდაურთიერთპატივისცემაზედამყარებულიკომუნიკაციისმექანიზმებისგამოყენება;

Ø  მშობლებისინიციატივებისადაწინადადებებისწახალისება;

გარე

Ø  პანდემია                    

მაღალი

Ø  ალტერნატიული დისტანციური პლატფორმების გამოყენება, აქტივობების მოდიფიცირება( მაგალითად,  სემინარის ნაცვლად ჩატარეს  ვებინარი.)

 

V.სამოქმედო გეგმა

ეტაპები

 

პროექტის რომელ მახასიათებელს შეესაბამება კონკრეტული აქტივობა

აქტივობა

(საქმიანობა / მოქმედება)

ვადები

რესურსები

დადასტურება

პასუხისმგებელი პირი

შენიშვნა

ადამიანური

მატერიალური

მოსამზადებელი ეტაპი

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.

სკოლისპროექტის მართვის ჯგუფის შექმნადა შეხვედრების განრიგის გაწერა.

7 ნოემბერი

მასწავლებლები

კომპიუტერი, teams პლატფორმა

პრეზენტაცია teams-ში

შეხვედრების განრიგი .

სკოლის დირექტორი

 

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები,პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობა

პროექტის მართვის ჯგუფის სამიზნე ჯგუფებთან (კათედრის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ) შეხვედრა და  „ახალი სკოლის მოდელის“ პრინციპების გაცნობა.

 

9 ნოემბერი

სასკოლო საზოგადოება

კომპიუტერი, teams პლატფორმა

პრეზენტაცია teams-ში

პროექტის მართვის ჯგუფი

 

იდენტიფიცირება

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები,პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობა

მასწავლებლების და მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად პრობლემის გამოვლენა, მათი ინტერესებისა და საჭიროებების განსაზღვრა.

 

12 ნოემბერი

მასწავლებლები და მოსწავლეები

კომპიუტერი, teams=ში, ფორმების გამოყენება

მასწავლებლებსა და მოსწავლეებში  პრობლემის გამოვლენის, მათი ინტერესებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით შესავსები კითხვარი

შედეგების ანალიზის პრეზენტაცია

Presentation3.pptx

 

პროექტის მართვის ჯგუფი

 

ინტერვენცია

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები,პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობა

საგნობრივ კათდრებთან /მოსწავლეთა თვითმმართველობასთან რეგულარული შეხვედრები და მათთან აქტიური თანამშრომლობა პროექტის ფარგლებში, აქტივობების განხილვა/ დამუშავება.

პროექტის განმავლობაში

მოსწავლეთა თვითმმართველობა,

საგნობრივი კათედრები

კომპიუტერი, teams=ში

სამოქმედო გეგმა

პროექტის მართვის ჯგუფის წევრი

 

 

კლასებს/საფეხურებს  შორისკავშირების გათვალისწინება; 

„განათლება-ჩემი უფლებაა“

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები:

Ø    ინტერვიუს ჩამოართმევენ სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს, მშობლებს თუ რა პრობლემები არსებობს განათლების მიღების სფეროში.

Ø    პრე კითხვარის შედგენა და რესპოდენტების მიერ მათი შევსება. კითხვარის ანალიზი.

 

26 იანვარი

მოსწავლეები, მშობლები, სკოლის პერსონალი.

მიკროფონი აუდიო ვიდეო ჩამწერი.

კითხვარი.

  ინტერვიუ მოსწავლეებთან, პერსონალთან და   მშობლებთან, თუ რა პრობლემები არსებობს განათლების მიღების სფეროში. ვიდეორგოლი   

პრეზენტაცია   /ნია რაზმაძე, 10 კლასი/

კითხვარის შედეგები.      ინტერვიუ სკოლის თემთან    

უცხოური ენების კათედრა, ისტ -ისა და მათემატიკის კათედრა.

 

 

სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა;

ვებინარი -ინფორმაციის გაცნობა განათლებისა და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ

1.1.განათლების უფლების შესახებ ვიდეო მასალის ჩვენება.

1.2 დისკუსია თემაზე განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები. პრობლემის წამოჭრა და გადაჭრის გზების დასახვა.

1.3 პოსტ კითხვარების მომზადება და შევსება მიღებული ინფორმაციის გააზრების მიზნით.

2 თებერვალი

საბაზო საფეხურის მოსწავლეები, უცხოური  ენის,ისტ-ისა  და მათემატიკის კათედრა.

კომპიუტერი, ვიდეო ფილმები.

Პოსტ კითხვარი,

განათლების უფლების შესახებ (მათემატიკის კათედრის წევრი) პრეზენტაცია

"განათლების ხელმისაწვდომობა",   ვიდეო მასალა 


უცხოური ენების კათედრა, ისტ -ისა და მათემატიკის კათედრა

 

 

ინტერდისციპლინური კავშირების გათვალისწინება; 

ფილმის ჩვენება

 

სკოლის ფსიქოლოგთან თანმშრომლობით, სამიზნე ჯგუფისათვის, სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით, თემატურად შერჩეული   ფილმი საოცრება“ ჩვენება და განხილვა.

1.1.ბავშვთა განათლების უფლების შესახებ დისკუსია თემაზე: „განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები“ დისკუსიას წარმართავენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ფსიქოლოგი.

1.2. ჩატარდება გამოკითხვა თემაზე  ,,რამდენად ვიცნობთ ჩვენ შვილებს“.

მომზადდება კითხვარები ბავშვების და მშობლებისათვის.

 1.3. მოსწავლეები მოაწყობენ საგამოფენო სივრცეს-„მოლაპარაკე კედლები“.

ფილმიდან მიღებული შთაბეჭდილებებით მოსწალეები შექმნიან კომიქსებს, ნახატებს.

10 თებერვალი

მოსწავლეები,მასწავლებლები,სკოლის ფსიქოლოგი,

მშობლები.

პროექტორი

კომპიუტერი, ვიდეო მასალა

კალამი,ფურცელი.

ფოტო-ვიდეო  მასალა,

კითხვარის შედეგები,

ფილმი საოცრება

მოსწავლეთა შთაბეჭდილებები

ვიდეო მასალა


უცხოური ენების კათედრა, ისტ -ისა და მათემატიკის კათედრა, მადონა ბენდელიანი, სოფიო ავსაჯანიშვილი

 

 

მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; 

შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან, აზრთა გაცვლა-გაზიარების მიზნით,  განათლების უფლების შესახებ კომპეტენტური პირების მოწვევა . შეხვედრას  დაესწრებიან   სკოლის დირექციის წევრები.

წარმოდგენილი იქნება გამოფენა სლოგანით: „განათლება-ჩემი უფლებაა“, სადაც განთავსებულიიქნება მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები, კომიქსი, ნახატები, ხელნაკეთი ბუკლეტები.

დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის.

Ø  ვაჩუქოთ წიგნები - მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყობა აქცია, რათა  სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს დაურიგონ წიგნები, რომელიც შემოწირულობის სახით იქნება შეგროვებული.

22თებერვალი

სკოლის თემი,

მოწვეული სტუმარი,

პროექტორი

კომპიუტერი

Ქაღალდი,

კალამი,

სტიკერები,

ფერადი მარკერები

Სარჭები.

ხელნაკეთი ბუკლეტები ფოტო,საინფორმაციო ბუკლეტები

კლასის მოსწავლეებმა აჩუქეს  ერთმანეთს წიგნები


უცხოური ენების, ისტ-ისა  და  მათემატიკის კათედრა

 

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 

ქორწინების უფლება -ნაადრევ ასაკში.

მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების მიზნით, მშობლებთან, ახლო ნათესავებთან ჩაატარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას , თუ რა ინფორმაციას ფლობენ ქორწინების უფლების შესახებ.

23 თებერვალი

საშუალო საფეხურის მოსწავლეები

კომპიუტერი, teams-ის პლატფორმა.

ფოტო-ვიდეო კამერა.

კითხვარი ნაადრევი ქორწინების შესახებ

ვიდეო მასალა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრი

 

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; თემთან/გარე სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა; 

ბიოლოგიის მასწავლებლები  მოსწავლეებსა და მშობლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, წაიკითხავენ ლექციას თემაზე:,,ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ინფექციური დაავადებეები“.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია,  კითხვა-პასუხის რეჟიმში,  მოსწავლეები და მშობლები მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე.

1 მარტი

საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები.მშობლები.

 

კომპიუტერი,

სააქტო დარბაზი

/teams-ის პლატფორმა/

ბიოლოგიის მასწავლებლების შეხვედრა მოსწავლეებთან, ფოტო მასალა, 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრები

 

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; თემთან/გარე სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა; 

საზოგადოებისცნობიერების ამაღლების მიზნით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს: ექიმსექსოლოგს და იურისტს, გაიმართება დისკუსია თემაზე,თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქორწინებას ნაადრევ ასაკში და მათგან მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას.

მასწავლებელი მოსწავლეებს გაეცნობს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს,  თუ რამდენმა არასრულწლოვანმა შეწყვითა სწავლა ნაადრევი ქორწინების გამო.

16 მარტი

საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ექიმი, იურისტი,

მასწავლებელი.

კომპიუტერი,

სააქტო დარბაზი,

/teams-ის პლატფორმა/

შეხვედრა საბაზო, საშუალო საფეხურის  მოსწავლეებთან, ფოტო მასალა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

 

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.

 

ქორწინების უფლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ,

მოსწავლეები  დაამზადებენ საინფორმაციო სახის ბუკლეტებს ქორწინების უფლების შესახებ და დაარიგებენ სასკოლო თემში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

19 მარტი

საშუალო საფეხურის მოსწავლეები

კომპიუტერი, ფურცელი, მარკერები,

მრავალფუნქციური პრინტერი.

ფოტო მასალა, ბუკლეტები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

 

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.

 

დისკრიმინაციისაგან თავისუფლება.

თანასწორობის უფლება

თემასთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლს და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლს.

რის შემდგომაც მაწავლებელი წაუკითხავს მოსწავლეებს

ბოშა ქალის  ვესნას ამბავი“ 

რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გაიზრონ,  რომ 

საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენები და 

დისკრიმინაცია. გაითავისონ დისკრიმინაციის 

მსხვერპლთა მდგომარეობა და მათი შეხედულებები. 

 

მასწავლებლის მიერ შედგენილ კითხვებზე გაიმართა

დისკუსია თემაზე: „ დისკრიმინაცია და საზოგადოება“

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით.

რის შემდეგაც მოსწავლეები 

მოამზადებენ წერილს,, ყველა ადამიანი თანასწორია“, რომელსაც გაუგზავნიან მაღაზიის 

მენეჯერსა და ქალაქის 

მერს. 

დისკუსიის მსვლელობის დროს, მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს სახალხო დამცველის სტატისტიკურ ანგარიშს დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენის შესახებ.

რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ, თუ რა ნიშნით მომხდარი დისკრიმინაციური ფაქტები ვლინდება უფრო ხშირად საქართველოში.

9 თებერვალი

საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი და ადამიანის უფლებათა 

საყოველთაო 

დეკლარაციის მე-2 მუხლი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი და ადამიანის უფლებათა საყოველთაო  დეკლარაციის მე-2 მუხლი.

ვესნას ამბავი“ 

  საქართველოს სახალხო დამცველი

აქტივობების დამადასტურებელი ფოტო მასალა

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის  წევრები

 

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.

 

ადამიანის დისკრიმინაცია

თემასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება.

·         ფილმი „დამალული ფიგურები“ ჩვენების შემდეგმოსწავლეები შეავსებენ მასწავლებლის მიერ შემუშავებულ კითხვარს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ერთმანეთისგან განასხვაონ დისკრიმინაციის ფორმები.

·         მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს მარტინ ლუთერ კინგის სიტყვას, რასობრივ თანასწორობაზე ვიდეო რესურსის გამოყენებით, რომელიც  ხელს შეუწყობსმოსწავლეებში  თანასწორობის უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

 

·         თემსა და სასკოლო საზოგადოებაში თანასწორობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ცნობიერების კულტურის  ამაღლების მიზნით მოსწავლეები შექმნიანსაინფორმაციო ბუკლეტებს,  რომლებსაც გაავრცელებენ საზოგადოებაში.

·         ასევე შექმნიან პოსტერებს, სადაც გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ადამიანის დისკრიმინაციის მიმართ და მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას.

 

16 თებერვალი

 

საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავბლებლები

მხატვრული ფილმი „დამალული ფიგერები“

კითხვარი

ფორმატი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, გუაში, სარჭები.

 

კითხვარი ადამიანის დისკრიმინაციის შესახებ

აქტივობების ამსახველი  ფოტო-მასალა 

 

მარტინ ლუთერ კინგი მე მაქვს ოცნება


საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა,

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგები.

 

 

როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება; კლასებს/საფეხურებს შორის კავშირებისგათვალისწინება

სოციალური უფლება

ბავშვთა სოციალურ უფლებებში პრობლემის დანახვის მიზნით მასწავლებელი აჩვენებს მიუზიკლს- „ოლივერი“ მოხდება  განხილვა და გამოკითხვა, თუ რამდენად იციან მოსწავლეებმა  ბავშვთა შრომის კოდექსი.

·   მოწვეული  მშობელი-იურისტი,  მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის  წარადგენს პრეზენტაციას. ბავშვთა შრომის უფლების შესახებ.

·   მოსმენილი პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებიფილმიდან ამოიცნობენ ბავშვთა შრომის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

·   მოსწავლეები ბავშვთა სოციალურ უფლებებზე მიღებულ  ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავიანთ შთაბეჭდილებებს გადმოიტანენ ტილოზე, მოეწყობა გამოფენა.

20 მარტი

მასწავლებლები, საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მშობელი

teams-ის პლატფორმა

საღებავები, ტილოები, ქაღალდი, ფორმატი, ფანქრები, საშლელი,

ჩანაწერი, პრეზენტაცია,

ნამუშევრები. მიუზიკლი- „ოლივერი“

გამოკითხვა შრომის კოდექსის შესახებ

სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრები

 

 

სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა;

მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს გაუღრმავებს ემფათიის გრძნობას.  სკოლის მოსწავლეთა თვითმართველიბისა და თემის დახმარებით მოაგროვებენ საჩუქრებს, რომელსაც გადასცემენ სკოლის სოციალურად  დაუცველ ოჯახებს.

20-30 მარტი

მოსწავლეები, მასწაბლებლები,

თემი

 

საჩუქრები,

ავტომობილი

ფოტო-ვიდეო მასალა.

სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრი

 

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 

მიუკერძოებელი გასამართლების უფლება

ქვიზის დახმარებით გამოვავლენთ,  რა ინფორმაციას ფლობენ სამიზნე ჯგუფები მიუკერძოებელი გასამართლების  თემასთან დაკავშირებით.

 

30 მარტი

საბაზო საფეხურის მოსწავლეები

ტესტი

ტესტის შედეგები

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

 

 

თემთან/გარე სასკოლო საზოგადოებასთან (ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნეს და სათემო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, პროფესიული და კულტურული გაერთიანებები და სხვა) თანამშრომლობა; 

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოწვეულნი იქნებიან  სამოქალაქო განათლების პედაგოგი და თემიდან  იურიდიული განათლების მქონე მშობელი,ისინი წაუკითხავენ ლექციას მოსწავლეებს თემაზე: ,,მიუკერძოებელი გასამართლების უფლება“.

ცოდნის გამტკიცების მიზნით კაზუსების დახმარებით გაიმართება დისკუსია ამავე თემაზე .

მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შეძლებენ  გაავლონ პარალელი რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებთან.

2 აპრილი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, კომპეტენტური პირი თემიდან (იურისტი), მოსწავლეები,

 

„სამართლის ქალაქი“,

ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

ფოტო მასალა

 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები,

სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან და მკვიდრ წარმოდგენებთან; 

მიღებული ცოდნის გამტკიცების მიზნით, გაიმართება მხატრული ფილმის ნატვრის ხე, ჩვენება.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ამოიცნონ და დაასახელონ პერსონაჟი, რომლის მიმართაც მოხდა მიუკერძოებელი გასამართლების ფაქტი.  ასევე პარალელს გაავლებენ  შესწავლილინაწარმოებიდან (ეშმაკის ქვა) და იმსჯელებენ პრობლემის მოგვარების გზებზე .

 

სამოქალაქო  განათლების პედაგოგის ჩართულობით მოეწყობა იმიტირებული სასამართლო, რომლის დახმარებითაც  მოსწავლეები შეძლებენ უკეთ დაინახონ რამდენად უსამართლოდ მოხდა პერსონაჟების ,,მარიტასა და დათას“  გასამართლება.

მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სამართლიანი სასამართლო. ისინი დაწერენ ესეს ,,მიუკერძოებული სასამართლო“.

12 აპრილი

საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

ფილმი „ნატვრის ხე“ქართული ენისა და ლიტერტურის სახელმძღვანელო,

სასამართლოს ფოტო- ვიდეო მასალა.

ესეები.

ნატვრის ხე

 

 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.  

სკოლაში არსებული თვითმმართველობის მიერ შექმნილი თეატრალური კლუბის ბაზაზე დაიდგმება სიუჟეტები ვაჟა-ფშაველას პოემებიდან ,,სტუმარ მასპინძელი“ და ,,ალუდა ქეთელაური“ ამოღებული მონაკვეთების მიხვედვით.

სპექტაკლის დასასრულს მოეწყობა განხილვა

·      მოსწავლეები სიუჟეტებიდან ამოიცნობენ ფაქტებს მიუკერძოებული გასამართლების შესახებ და ისაუბრებენ საზოგადოებიდან მისი აღმოფხვრის გზებზე;

·      გაივლება პარალელი   თანამედროვე საზოგადოებაში მიუკერძოებული გასამართლებლის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების თემაზე;

1ივნისი

თეატრალური კლუბის წევრები, სკოლის მოსწავლეები

მასწავლებელი

თეატრალური კლუბი, მოსწავლეები, მასწავლებელი,

ნაწარმოებები (ალუდა ქეთელაური, სტუმარ მასპინძელი) ძველი ქართული სამოსი, დეკორაცია

ვიდეო ჩანაწერი

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

 

 

კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების თემაზე 

· გაიმართება ანიმაციური ფილმების ერთობლივი  ჩვენება  1.  2  მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის.   

· ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: „ვიცნობ ჩემს უფლებებს? „ მასწავლებლების მიერ წინასწარ შედგენილი  კითხვების  დახმარებით. 

· მოხდება ანიმაციების განხილვა, სადაც გამოიკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევების  ფაქტები. 

· განხილვის  შემდეგ  

მოსწავლეები საკუთარ შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ ნახატების, ესსეებისა  და პოსტერების საშუალებით. რის შემდეგაც მოეწყობა გამოფენა.  

· მშობლებს  ვთხოვთ, სურვილისამებრ შექმნან ვიდეო რგოლი, სადაც ნაჩვენები იქნება  ანიმაციების  სიუჟეტიდან გამომდინარე რჩევები მშობლებისა  და მოსწავლეებისათვის თუ როგორ არ უნდა შეიზღუდოს ბავშვთა თავისუფლების უფლება, რომელიც გაშუქდება სკოლის ფოიეში. 

მიღებული ინფორმაციით გაიზრდება ბავშვთა უფლებების ცოდნის დონე, როგორც მოსწავლეებში ასევე მშობლებში.

შემცირდება ბავშვთა ჩაგვრის შემთხვევები ოჯახებსა და საზოგადოებაში.

7 მაისი - 1ივნისი 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. 

კომპიუტერი, teams-ის პლატფორმა, ვიდეო რგოლი, ფოტო მასალა,  
 

 

ანიმაცია 

https://youtu.be/MRgBTN72XjQ 

https://youtube.com/watch?v=w6qncslPMHA&feature=share 

 

დაწყებითების კათედრა 

(I-IV კლასები) 

 

 

მონიტორინგი

 

 

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან

 

შუალედური/საბოლოო მონიტორინგის ორგანიზება;

 

Ø  მონიტორინგის გეგმის შემუშავება;

Ø  მონიტორინგის პას. პირის-ის განსაზღვრაა;

Ø  მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება;

Ø  მონაცემთა შეგროვება,

ანალიზი

Ø  რეაგირების მოხდენა

 

 

ნოემბერი - მაისი

 

მონიტორინგის ჯგუფი; სამეურვეო საბჭოს წევრები

 

ფურცელი, კალამი, სტიკერები, კომპიუტერი, პროექტორი

 

მონიტორინგის ინსტრუმენტები;

 

 

პროექტების მართვის ჯგუფი

 

შეფასება

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან

Ø  განხორციელებული აქტივობების შეფასება

 

კათედრის /დირექციის წევრები

საკანცელარიო მასალა

ანალიზის ფორმა/ჩეკლისტი

პროექტის მართვის ჯგუფი

 

მდგრადობა

პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან

Ø  სამოქმედო გეგმის სკოლის სასწავლო გეგმის ნაწილად ქცევა

 

დირექცია, პედაგოგიური საბჭო

საკანცელარიომასალა, კომპიუტერი

სასკოლოსასწავლოგეგმა

პროექტისმართვისჯგუფი

 

 

VI. მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის გეგმა

პროექტის მიმდინარეობისას პროექტის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს მონიტორინგის გეგმას, განსაზღვრავს მონიტორინგის ფორმებს,  შეფასების ინსტრუმენტებს; გამართავს შეხვედრას ყოველთვიურად (თვის ბოლოს);მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის განხორციელებული აქტივობის მიღწეულ შედეგებს (მონაწილე პირთა უკუკავშირის საფუძველზე );

გაეცნობა წარმოდგენილ მასალას აქტივობის შესახებ.

ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული ინსტრუმენტების შესაბამისად შეაფასებენ კონკრეტულ აქტივობებს, საჭიროების შემთხვევაში აქტივობის განმახორციელებელ პირს/პირებს მიეცემათ  საჭირო რეკომენდაცია.

 

N

 

მონიტორინგისფორმა

ინსტრუმენტი

დადასტურება

შეფასება, უკუკავშირი

1

დაკვირვება

დაკვირვების დღიური;

შევსებული ჩეკლისტები

შევსებული დაკვირვებისდღიური/ჩეკლისტი

ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეფლექსიები

2

გამოკითხვა/ინტერვიუ

 

კითხვარები

შევსებული კითხვარები

ანალიზი/ რეკომენდაციები

3

გრაფიკული ორგანაიზერები

ცხრილები, ინფორმაციის ანალიზი

შევსებულისტატისტიკის დიაგრამები

ანალიზი/ რეკომენდაციები

4

შეფასება და თვითშფასება/რეფლექსია

შეფასების/თვითშეფასების  რუბრიკები 

შეფასების/თვითშეფასების  რუბრიკების  შევსებული ფორმა’;

შევსებული ჩეკლისტი

შედეგებზე რეაგირება; განვითარებაზე ზრუნვა (საჭიროების შემთხვევაში)

5

ჩაღრმავებული ინტერვიუები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან

 კითხვარები

შევსებული კითხვარები

ანალიზი/შედეგების შეჯამება/რეფლექსია

 

VII.აქტივობების განხორციელების კალენდარი

N

აქტივობა

XI

XII

I

II

III

Iv

V

V I

1.        

პროექტის მართვის ჯგუფის შექმნა

 შეიქმნა

 

 

 

 

 

 

 

2.        

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის ჩარჩოს გაცნობა

 განხორციელდა

 

 

 

 

 

 

 

3.        

მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, თემთან საინფორმაციო შეხვედრები, ახალ სკოლის მოდელის ფარგლებში  ჩართული სკოლის პროექტის შესახებ

 განხორციელდა

 

 

 

 

 

 

 

4.        

პროექტის გეგმის გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის, მასწავლებლების და მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად ინტერესებისა და საჭიროებების განსაზღვრა

 განხორციელდა

 

 

 

 

 

 

 

5.        

„განათლება-ჩემი უფლებაა“

ინტერვიუ  ,თუ რა პრობლემები არსებობს განათლების მიღების სფეროში.

პრე კითხვარის შევსება. კითხვარის ანალიზი.

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

 

6.        

ვებინარი -ინფორმაციის გაცნობა განათლებისა და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ

1.1.განათლების უფლებლის შესახებ ვიდეო მასალის ჩვენება.

1.2 დისკუსია თემაზე:  განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები.

1.3 პოსტ კითხვარების მომზადება და შევსება

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

 

7.        

ფილმის ჩვენება ,,საოცრება“ განხილვა.

1.1.ბავშვთა განათლების უფლების შესახებ დისკუსია

1.2. გამოკითხვა თემაზე  ,,რამდენად ვიცნობთ ჩვენ შვილებს“.

1.3საგამოფენო სივრცე-„მოლაპარაკე კედლები“.

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

8.        

შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან,

ვაჩუქოთ წიგნები - მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით აქცია,  

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

9.        

ქორწინების უფლება -ნაადრევ ასაკში.

გამოკითხვა ინტერვიუ, ქორწინების უფლების შესახებ.

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

10.     

ქორწინების უფლება -ნაადრევ ასაკში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ინტერვიუს სახით

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

11.     

ლექცია თემაზე:,,ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ინფექციური დაავადებეები“.

დისკუსია,  კითხვა-პასუხის რეჟიმში

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

12.     

შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან: ექიმ სექსოლოგი და იურისტი, დისკუსია თემაზე, ადრეული ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

 

 

 

 

 

 

 

13.     

მოსწავლეების მიერ  ქორწინების უფლების შესახებ,  საინფორმაციო სახის ბუკლეტების დამზადება და გავრცელება  სასკოლო თემში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

14.     

დისკრიმინაციისაგან თავისუფლება. თანასწორობის უფლება

თემის გაცნობა  დისკუსია თემაზე: „დისკრიმინაცია და საზოგადოება“

წერილის,, ყველა ადამიანი თანასწორია“, მომზადება,

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

15.     

ადამიანის დისკრიმინაცია თემასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება.

·         ფილმი „დამალული ფიგურები

·         კითხვარის შევსება

·          მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა, ვიდეო მასალა

·          საინფორმაციო ბუკლეტების, პოსტერების შექმნა და საზოპგადოებაში გავრცელება.

·         ნამუშევრების გამოფენა.

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

 

16.     

თემა: სოციალური უფლება

მიუზიკლის- „ოლივერი“ ჩვენება,  განხილვა

მოწვეული  მშობელი-იურისტის  პრეზენტაცია: ბავშვთა შრომის უფლების შესახებ.

 გამოფენის მოწყობა

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

17.     

სკოლის მოსწავლეთა თვითმართველიბისა და თემის დახმარებით შემოწირულობის სახით საჩუქრების შეგროვება, სოციალურად დაუცველ ოჯახებისათვის.

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

18.     

მიუკერძოებელი გასამართლების უფლების შესახებ ქვიზის დახმარებით, სამიზნე ჯგუფებში წინარე ცოდნის დადგენა

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

 

19.     

სამოქალაქო განათლების პედაგოგის და თემიდან  იურიდიული განათლების მქონე მშობლის მოწვევა. ლექცია თემაზე: ,,მიუკერძოებელი გასამართლების უფლება“.

კაზუსების დახმარებით  დისკუსია ამავე თემაზე .

 

 

 

 

 

 

 

 

20.     

Ø  მხატრული ფილმის ,,ნატვრის ხის“ ჩვენება.

Ø  იმიტირებული სასამართლოს მოწყობა,

Ø  ესე ,,მიუკერძოებული სასამართლო“.

 

 

 

 

 

 განხორციელდა

 

 

21.     

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შექმნილი თეატრალური კლუბის ბაზაზე სიუჟეტების დადგმა ვაჟა-ფშაველას პოემებიდან ,,სტუმარ -მასპინძელი“ და ,,ალუდა ქეთელაური“ სპექტაკლის განხილვა.

 

 

 

 

 

 

 

ვერ განხორციელდა 

22.     

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების თემაზე   ანიმაციური ფილმების   ჩვენება.

   დისკუსია თემაზე: „ვიცნობ ჩემს უფლებებს? „

 

 

 

 

 

 

 განხორციელდა

 

23.     

განხორციელებული აქტივობების შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

24.     

მონიტორინგი

 

 

 

 

 

 

 

 

25.     

სამოქმედო გეგმის სკოლის სასწავლო გეგმის ნაწილად ქცევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

VIII.ბიუჯეტი( ნიმუში)

ბიუჯეტისმუხლი

ერთეული

ერთეულის რაოდენობა

ერთეულის ფასი

სკოლისმიერგაწეულითანადაფინანსება (ლარი)

სხვაწყაროებისმიერგაწეული

ჰონორარები

 

 

 

 

 

1.       მასწავლებელთა  ფულადი ჯილდო 

ადამიანი

50

50

2500

 

2.       თეატრალური დასის წახალისება საჩუქრებით

ადამიანი

10

20

200

 

3.       მოსწავლეთა/მასწავლებელთა წახალისება დიპლომებით

ადამიანი

200

1.50

300

 

2.მოწვეული სტუმარი/ექსპერტი (%, სამუშაო დრო)

ადამიანი

3

100

300

 

ჯამი

 

 

 

3140

 

B. მასალების მომზადება

 

 

 

 

 

1. ბროშურის გამოცემა

ცალი

200

1 ლარი

200 ლარი

საკუთარი ძალებით 

2.ფლეშბარათი

ცალი

1

30 ლარი

30 ლარი

 

3 სპექტაკლში მონაწილეთა სამოსი

ცალი

10

30

300

 

ჯამი

 

 

 

530

 

E. ტრენინგები/სემინარები/პრეზენტაცია

 

 

 

 

 

     2. ლანჩი მონაწილეებისთვის

ადამიანი

20

20

400

 

     3. მასალები მონაწილეებისთვის

ადამიანი

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

400

 

F. მგზავრობისხარჯები

 

 

 

 

 

     1. საწვავი

ლიტრი

20

2.8ლ

56 ლარი

 

ჯამი

 

 

 

56

 

ჯამიყველაპუნქტისთვის

 

 

 

4126

 

საბანკომომსახურება

თვე

 

 

4.13

 

პროექტისმთლიანიღირებულება

 

 

 

4130.13

 

 

მონიტორინგისა და გადახედვის ეტაპზე გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე პროექტის ბიუჯეტის ერთი მუხლიდან შესაძლებელია მეორეში თანხის არაუმეტეს 10%-ის გადატანა ისე, რომ პროექტის მთლიანი ბიუჯეტის თანხა არ შეიცვალოს.

პროექტის ბიუჯეტის მთლიანი თანხისგაზრდისშემთხვევაშიბიუჯეტი საჭიროებს ურთიერთშეთანხმებას.

 

 

IX. მოსალოდნელი შედეგები

რაოდენობრივი(მოკლევადიანი)

Ø  გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ 50%-ით;

Ø  გაიზრდება თანატოლთა მხარდამჭერ მოხალისეობრივ  აქტივობებში  ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა 70%-ით;

Ø  გაიზრდება მოსწავლეთა წვლილი გადაწყვეტილების მიღების  პროცესში სკოლაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით 90-ით;

Ø  გაიზრდება საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა 50%-ით;

Ø  გაიზრდებამოსწავლეთათანაბარიჩართულობისხარისხისასწავლოპროცესში X %-ით;

Ø  შემცირდება მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაციები X%-ით, რაც უზრუნველყოფს   უსაფრთხო სასკოლო გარემოს;

Ø  გაიზრდება   სკოლის საზოგადოების  (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;

 

თვისებრივი

Ø  სკოლაში ადამიანის უფლებათა, ისევე როგორც დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება ეფექტურად ხორციელდება ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;

Ø  მოსწავლეებში  მაღალია სხვა ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასების, კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისადმი მზაობა;

Ø  მოსწავლეები იცნობენ  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩარჩოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებსა და საშუალებებს;

Ø  სკოლაში შექმნილია მოქალაქეობრივი აქტიურობის წამახალისებელი გარემო;

 

 

Ø  რაოდენობრივი  (გრძელვადიანი)

გაიზრდება მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ფლობის დონე   X % -ით:

ღირებულებები; დამოკიდებულებები; უნარები; ცოდნა და კრიტიკული გააზრება:

Ø  სხვა ადამიანების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება;

Ø  დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;

Ø  მოქალაქეობრივი აზროვნება;

Ø  პასუხისმგებლობა;

Ø  დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები;

Ø  ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები

Ø  ემპათია

Ø  თანამშრომლობის უნარ-ჩვევები

Ø  კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები

B. თვისებრივი (გრძელვადიანი)

Ø  მოსწავლეები  შეიძენენ იმ ცოდნას, ღირებულებებს და უნარებს, რომლებსაც უნდა ფლობდეს პასუხისმგებელი მოქალაქე, თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსწავლეებს აუმაღლდებათ კულტურულ-ესთეტიკური ცნობიერება, გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი უნარები;

Ø  მოსწავლეები ფლობენ  უნარებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ჩვევები და ღირებულებებიდან ერგონ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში და გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში

 

X. პროექტის მდგრადობა

Ø  პროექტი გახდება  სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი, პროექტის განხორციელებით მიღებული დადებითი შედეგების შენარჩუნება მოხდება ჯანსაღი კომუნიკაციით.

Ø  პროექტული სწავლების გამოცდილების გაზიარებისა და ჩართულობის  მიზით ვითანამშრომლებთ სკოლებთან.

Ø  გავაძლიერებთ  მონიტორნინგის სისტემას, სისტემატიურად მოხდება დაკვირვება სკოლაში მოსწავლეთა ქცევაზე, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნასა და უნარებს რეალურ ცხოვრებაში.  

Ø  ტრადიციად დავამკვიდრებთ  პროექტულ  სწავლებას.  შევეხებით სხვა პრიორიტეტულ თემებს,  სადაც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეები, მშობლები და თემი.